„ქართული კომპანიების ხარისხი ბოლო 5-10 წლის განმავლობაში ძალიან გაიზარდა“, - აცხადებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, რომელიც დღეს „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, ნებისმიერმა ქვეყანამ უნდა იპოვოს საკუთარი კონკურენტული უპირატესობა და ამ უპირატესობით მაქსიმალურად აწარმოოს კონცენტრირებული პროდუქტი.
„ევროკავშირში ჩვენი ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება, 27%-მდეც ასულა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული პროდუქტი უკვე აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს. სწორედ ამიტომ, სააგენტოში გვაქვს ყველა მხარდამჭერი პროგრამა - ლიცენზირება, სერტიფიცირება და ა.შ. ძირითადი აქცენტი სასმელებისა და საკვების წარმოებაზეა, გვაქვს ძალიან ბევრი ნიშური წარმოებაც.
ასევე უნდა გვესმოდეს, რომ არ არის აუცილებელი ქვეყანა აწარმოებდე ყველაფერს - ქვეყანამ უნდა იპოვო შენი კონკურენტული უპირატესობა და ამ კონკურენტული უპირატესობით მაქსიმალურად აწარმოო კონცენტრირებული პროდუქტი. ამიტომ მოლოდინი და წყენა, რომ ყველაფერს ვერ ვაწარმოებთ, არ არის სწორი. ბრაზილიაც კი, რომელიც ერთ-ერთი თვითმყოფადი ქვეყანაა, ძალიან ბევრ პროდუქტს არ აწარმოებს და ამაში პრობლემა არ არის“, - აღნიშნა ხიდურელმა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში