ევროკომისიის მეექვსე ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების განაცხადების რაოდენობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მოთხოვნით 2022 წელს წინა წელთან შედარებით 81%-ით გაიზარდა.
2021 წელს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებმა 14 635 აპლიკაცია წარადგინეს თავშესაფრის მოთხოვნით; 2022 წელს აპლიკაციების რაოდენობა 26 450-მდე გაიზარდა.
2021 წელს განაცხადების 5% დააკმაყოფილეს, 2022 წელს კი - 7%.
ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს თავშესაფარი 731-მა ადამიანმა მიიღო, 2022 წელს კი - 1851-მა.
ასევე, ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირის ქვეყნებში არარეგულარულად დარჩენის შემთხვევის რაოდენობა 87%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით - 21 910 ადამიანი 2022 წელს და 11 695 ადამიანი 2021 წელს.
31%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლაზე უარების რაოდენობაც, კერძოდ: 3 970 უარი - 2022 წელს, ხოლო 3 030 უარი - 2021 წელს.
ასევე 50%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში დაბრუნების შესახებ გაცემული გადაწყვეტილებების რაოდენობაც, კერძოდ: : 16 275 გადაწყვეტილება - 2022 წელს, ხოლო 10 820 გადაწყვეტილება - 2021 წელს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში