7-8 დეკემბერს Touch Summit-ი იმართება, რომელიც აერთანებს 50-ზე მეტ სპიკერსს, 60-ზე მეტ სესიას, 7 ვორქშოფს, სტარტაპ ჩლენჯს, სტარტაპე ექსპოს, მენტორშის სესიებს, მეჩმეიქინგს, ინსპირაციას და გართობას.
წელს სამიტს ბრიტანული კომპანია SPACEBIT შეურთდა, რომელიც 24 დემემბერს ამერიკის მიწიდან, ბოლო 50 წელიწადში პირველ მისიას უშვებს მთვარეზე.
„უკრაინასა და ბრიტანეთთან ერთად ამ მისიას საქართველოც შეუერთდება, რის საშუალებასაც Touch Summit-ი მოგვცემს, კერძოდ კი ყველა დელეგატს ექნება უნიკალური შესაძლებლობა, თავისი ციფრული წერილი მთვარეზე შემდეგ მისიას გაატანოს. სპეციალურად ამ კამპნიისთვის შექმნილია ვებ გვერდი, რომელზე წვდომაც Touch Summit-ის ვებ პლატფორმიდან და მხოლოდ ღონისძიების დელეტატებისთის არის შესაძლებელი“, აცხადებენ Touch-ში.
აქვე აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პირადად უერთდება და სპიკერად ჩამოდის Spacebit-ის დამფუდნებელი, უკრაინელი წარმოშობის ბრიტანელი ბიზნსემენი, პავლო ტანასიუკი, რომელიც ამ წლის შობის ღამეს, ამერიკის მიწიდან, ყველასთვის ცნობილი ნილ არმსტრონგის ექსპედიციის შემდეგ, პირველად აგზავნის მისიას მთვარეზე. Spacebit გახლავთ პირველი მთავარის როვერი რობოტის შემქმნელი, რომელიც არა ბორბლებზე, არამედ ფეხებზე დადის.
Spacebit-ის მისია Nasa-სთან თანამშრომლობით ხორციელდება. წარმატებული ექსპედიციის შემთხვევაში ყველაზე პატარა როვერ რობოტი სახელად “ასაგუმო” (რაც იაპონურად გარიჟრაჟის ნისლს ნიშნავს) მთვარეზე 8 დღეს დაჰყოფს და მთვარის ზედაპირს დეტალურად შეისწავლის. სპეციალური მინიჩიპის მეშვეობით ასაგუმო ციფრულ წერილებსაც დატოვებს მთვარის მიწაზე და ამით ქართველი ხალხის შეტყობინება პირველად გაცდება პლანეტის საზღვრებს.
გარდა ამისა, ყველა დელეგატს დახურული ლინკით ექებათ საშუალება პირდაპირ ეთერში უყუროს ამ ხომალდის დედამიწის ზედაპირიდან აფრენის კადრებს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში