USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო  ევროკავშირის წევრობის კანდიდატია! მადლობას ვუხდი ევროპელ ლიდერებს საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო  ევროკავშირის წევრობის კანდიდატია! მადლობას ვუხდი ევროპელ ლიდერებს საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი

2023-12-14 23:40:07

საქართველო  ევროკავშირის წევრობის კანდიდატია! ,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

მთავრობის მეთაური ევროპული საბჭოს პრეზიდენტს- შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს-ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს - ოლივერ ვარჰეის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის მადლობას უხდის.

"საქართველო  ევროკავშირის წევრობის კანდიდატია! მადლობას ვუხდი ევროპულ საბჭოს, ევროპელ ლიდერებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს-შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს-ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს - ოლივერ ვარჰეის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის. ვრჩებით მიზნის ერთგულნი და მოუთმენლად ველით  წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

https://twitter.com/gharibashvilige/status/1735361054085877839?s=46&t=yQhgcO8K86qHgRcab0PqPA  

 

 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები