USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საკანონმდებლო ორგანოში საზღვაო აკვატორიის დაბინძურებისთვის დაწესებული ჯარიმების ზრდაზე იმსჯელებენ

საკანონმდებლო ორგანოში საზღვაო აკვატორიის დაბინძურებისთვის დაწესებული ჯარიმების ზრდაზე იმსჯელებენ

2023-09-13 18:35:53

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომლის მიხედვითაც საქართველოს საზღვაო აკვატორიის დაბინძურებისთვის დაწესებული ჯარიმები გაიზრდება.

როგორც საკანონმდებლო ორგანოს საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში წერია, კოდექსის 582 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან, მილსადენიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ანდა მასალის ჩაღვრაზე (ჩაყრაზე, ჩაშვებაზე), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურებაზე, გათვალისწინებულია საჯარიმო თანხა 65 000 ლარის ოდენობით.

სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ფარგლებში, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი შავი ზღვის დაბინძურების ფაქტების უმეტესობა ჩადენილია საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ. ამავდროულად, შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით დგინდება, რომ თურქეთში, ნავთობპროდუქტებით შავი ზღვის დაბინძურებაზე საზღვაო ხომალდების საერთო წონის შესაბამისად, საჯარიმო სანქციების ოდენობა მკვეთრად აღემატება საქართველოში განსაზღვრულ საჯარიმო თანხის ოდენობას.

კერძოდ, ჯარიმის ოდენობა მერყეობს 265 700 ლარიდან 797 200 ლარამდე. ასევე მაღალია საჯარიმო სანქციები რუმინეთსა და ბულგარეთში. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შავი ზღვის ქვეყნებთან ზღვის დაბინძურების კუთხით საჯარიმო სანქციების ჰარმონიზების მიზნით, დაგეგმილია საჯარიმო სანქციების გაზრდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები