კომპანია ,,საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები ხელფასების გაზრდისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით უვადოდ გაიფიცნენ.
როგორც „აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, მენეჯმენტის რამდენიმე წევრი დასაქმებულებთან აშანტაჟებს, რის გამოც ისინი ცალკეული პირების პროცესიდან ჩამოშორებას მოითხოვენ.
გაფიცულთა მოთხოვნაში შედის ასევე ქარხნის მენეჯმენტის ნაწილის შეცვლა.
დიასამიძე ირწმუნება, რომ გაფიცვა გაგრძელდება, სანამ დასაქმებულთა მოთხოვნები არ შესრულდება. ამ ეტაპზე მედიატორისთვის ცნობილია, რომ ქარხნის ხელმძღვანელობა მზადაა, დასაქმებულებს ხელფასი 25%-ით გაუზარდოს, თუმცა სხვა პირობების შესრულებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის.
,,გაფიცვის პირველი დღეა, რაც უვადოდ გაგრძელდება. ქარხანა ამ ეტაპზე სრულად პარალიზებულია. დასაქმებულია 30 ადამიანი და ყველა მათგანი გაფიცულია. შექმნილ სიტუაციაში ,,საირმის“ ხელმძღვანელობამ თანამშრომლების სხვა ადამიანებით ჩანაცვლება მოინდომა, მოიყვანეს კიდეც რამდენიმე კაცი, მაგრამ მათ არ იციან საქმე, შესაბამისად, საქმიანობის გაგრძელება ვერ ხერხდება.
დასაქმებულები ითხოვენ უსაფრთხო შრომის უფლებას, ხელფასების 30%-იან ზრდას, თუმცა მენეჯმენტი თანახმაა შრომის ანაზღაურების 25%-იან ზრდაზე, რასაც დასაქმებულები არ თანხმდებიან. ისინი ასევე მოითხოვენ მენეჯმენტის ცალკეული პირების პროცესიდან ჩამოშორებას, ვინაიდან ისინი ემუქრებიან დასაქმებულებს და შანტაჟს მიმართავენ. როგორც აღვნიშნე, ჩვენ პროტესტი გაგრძელდება, მედიაციის პროცესში აქტიურად ვართ ჩართული. როგორც ჩანს, გაფიცულთა პირობების შესრულებას ჯერჯერობით არ აპირებენ, მაგრამ ჩვენ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, - ამბობს გიორგი დიასამიძე Business Insider-თან.
ცნობისთვის, საირმეში პირველი წყლის ჩამომსხმელი ქარხანა 1944 წელს გაიხსნა.
ამ ეტაპზე ,,საირმე მინერალ ვოთერსი“ აწარმოებს მინერალური და არაგაზირებული წყაროს წყალს ცნობილი ქართული ბრენდით ,,საირმე“ და ასევე წყაროს წყალ ,,ნაკადულს“, რომელიც მხოლოდ ქართულ ბაზარზეა ხელმისაწვდომი.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება