USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გარდა სხვა წყალმოსარგებლესაც შეეძლება

საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გარდა სხვა წყალმოსარგებლესაც შეეძლება

2023-05-03 14:51:01

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების საქმიანობის დაზუსტების გზით, ახლებურად განსაზღვრავს კანონის მოქმედების სფეროს, რომელიც მოიცავს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ურთიერთობებს ფიზიკურ პირებთან, იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო ორგანოებთან; დოკუმენტით აგრეთვე განისაზღვრება საირიგაციო ინფრასტრუქტურით სარგებლობის წესი.

 

ცვლილების თანახმად იქმნება  სამართლებრივი საფუძველი, რომ საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გარდა სხვა წყალმოსარგებლეებმაც შეძლონ.

 

პროექტი ასევე ითვალისწინებს საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღებას არა მხოლოდ საირიგაციო, არამედ სხვა მიზნითაც, მაგალითად, ჰიდროელექტროსადგურებისთვის, სათევზე მეურნეობებისა და სხვა დანიშნულებისთვის.

 

პარლამენტმა 83 ხმით დაუჭირა მხარი მესამე მოსმენით წარმოდგენილ ცვლილებებს.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები