საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ" კანონპროექტსა და გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტზე მეორე მოსმენით იმსჯელა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განმარტებით, კანონპროექტი აწესრიგებს სეკიურიტიზაციის გარიგებასთან, აღნიშნულ გარიგებაში ჩართულ მხარეებთან და გარიგების შედეგად გამოშვებულ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტთან დაკავშირებულ სამართლებრივ და ფინანსურ საკითხებს.
კანონპროექტით დგინდება ტერმინი „სეკიურიტიზაციის" ექსკლუზიური ხასიათი, კერძოდ, არავის აქვს უფლება თავის სახელწოდებაში ან საქმიანობაში, აგრეთვე საქართველოში გამოშვებული ფინანსური ინსტრუმენტის დასახელებასა და აღწერაში გამოიყენოს აღნიშნული ტერმინი.
კანონპროექტის თანახმად, სეკიურიტიზაციის გარიგების და შესაბამისი სუბიექტების ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
კომიტეტმა კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში