მზა საკვების მწარმოებელი კომპანია ,,სადილის“ მარკეტინგის კონსულტანტი ამირან კალანდია Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ 2024 წლის 5 თვეში კომპანიის წარმადობა და გაყიდვები 20-30%-ით არის გაზრდილი.
კომპანია ,,სადილი“ ახალ საექსპორტო ბაზრებს ეძებს, ხოლო აზერბაიჯანში გაყიდვების მაჩვენებლის გაზრდას ცდილობს.
„ივნისში მივდივართ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენთვის ხელშესახები გახდება აშშ-ის ბაზარი. დანარჩენს ვნახავთ აშშ-ში გამოფენაში მონაწილეობის შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდება. ასევე, მაისში ვიყავით გამოფენაზე აზერბაიჯანში. ახალი ინტერესები გაჩნდა და მოლაპარაკებაც დავიწყეთ აზერბაიჯანის რამდენიმე მსხვილი სუპერმარკეტების ქსელთან პროდუქციის შეტანის შესახებ. ამ დროისთვის აზერბაიჯანში, მარკეტების 2 ქსელში შევდივართ. სექტემბერში მივდივართ რიგაში, სადაც გამოფენაში მივიღებთ მონაწილეობას“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
როგორც ,,სადილის“ მარკეტინგის კონსულტანტი ამბობს, კომპანიამ აიღო ხარისხის უმაღლესი სტანდარტის სერტიფიკატი, რომლის თანახმადაც ნებისმიერ ქვეყანაშია შესაძლებელი ექსპორტი, იმ შემთხვევაში თუ საქართველოსთან აქვს სავაჭრო ურთიერთობა .
რაც შეეხება ახალ ასორტიმენტს დაამატეს ფლავი ქათმის ხორცით. ამ დროისთვის აწარმოებენ 20-მდე დასახელების პროდუქტს, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე სავაჭრო ქსელებშია წარმოდგენილი.
ცნობისთვის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო, შპს „ჯეონატურალსი“, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. ,,სადილის“ წლიური წარმადობა 2 500 000 ქილა კონსერვია. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება