Business Insider Georgia ყოველი კვირის პარასკევს რუბრიკა INSIDER WEEKEND-ის ფარგლებში გირჩევთ სად გაერთოთ.
Lisa Stansfield's - After Party
11 ნოემბერს, Lisa Stansfield - ის საღამოს შემდეგ, ემოციებისა და განწყობის გასახანგრძლივებლად 37-ე სართულზე,
Weather Report - ში After Party - ზე გელოდებით , სადაც ნინო კვანტრიშვილი პოზიტიური მუხტით დატვირთავს საღამოს.
რაოდენობა შეზღუდულია
11 ნოემბერს, კლუბის პატარა ოთახი სიამაყით წარმოგიდგენთ ადგილობრივი სცენის მნიშვნელოვან წარმომადგენლებს, თბილისური კლუბის Bassiani / Horoom რეზიდენტებს: Sophie Phare და Nebbieri. მათთან ერთად სცენას გაიზიარებს მუსიკის დიდი ხნის კოლექტორი და ენთუზიასტი
Falestra და Mastercard განაგრძობს მუსიკალური საღამოების სერიას, სადაც 11 ნოემბერს ქართველი საზოგადოებისთვის გამორჩეულად საყვარელი ბრიტანელი მომღერალი Lisa Stansfield წარსდგება. Lisa Stansfield - ის მუსიკა არის სოულის, R&B და პოპის სინთეზი. არტისტის შემოქმედება დასამახსოვრებელია უნიკალური ხმითა და ემოციური ჟღერადობით. მის მუსიკალურ გემოვნებას ეტყობა ისეთი არტისტების გავლენა, როგორებიც არიან Marvin Gaye, Diana Ross, Aretha Franklin და Barry White. კომპოზიცია "All Around the World" - სადებიუტო ალბომიდან "Affection" გახდა მისი საკულტო სიმღერა, რომელიც დღემდე ყველაზე გაყიდვადი და ცნობილი სინგლია. მან მიაღწია ჩარტების პირველ ადგილს რამდენიმე ქვეყანაში და მოიპოვა გრემის ნომინაცია. კარიერის მანძილზე არტისტს მიღებული აქვს უამრავი მუსიკალური ჯილდო, მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს 20 მლნ-ზე მეტი ალბომი.
ონლაინ ბილეთის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ Mastercard ბარათით.
შაბათს არტერიაში ჯაზის ჯემ სესია რეზო კიკნაძის კვარტეტთან ერთად
• რეზო კიკნაძე
• ლაშა დეისაძე
• გიორგი სამსონაძე
• გიორგი მელიქიშვილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში