რა ღირს დასვენება საქართველოში? ამისათვის ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის რამდენიმე ტურისტული მიმართულება და სასტუმროს ფასები შევადარეთ.
booking.com-ის მიხედვით, ფასების შესადარებლად, საორიენტაციოდ (ივლისი), 1 სასტუმრო ნომერი ორ პერსონაზე ავიღეთ. ირკვევა, რომ ყველაზე იაფად დასვენება ქუთაისშია შესაძლებელი, სადაც სასტუმრო ნომრის დაქირავება 27 ლარადაც არის შესაძლებელი. ნომრის ფასი სასტუმროს ადგილმდებარეობასა და სერვისის ხარისხზეა დამოკიდებული, თუმცა ფასების შედარებისას „სასტუმრო“ კატეგორიით ვიხელმძღვანელეთ.
booking.com-ის თანახმად, ბათუმში სასტუმროს ფასები 70 ლარიდან იწყება, ქობულეთში ასევე 70 ლარიდან, ბორჯომში 65 ლარიდან, ზუგდიდში 65 ლარიდან, თელავში 45 ლარიდან, ხოლო ქუთაისში 27 ლარიდან.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში