USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით სიხშირეების რაოდენობას ზრდის

რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით სიხშირეების რაოდენობას ზრდის

2023-07-02 15:00:14

 რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით სიხშირეების რაოდენობას ზრდის. 

ავიაკომპანიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 5 ივლისიდან Azimuth Airlines-ი მოსკოვი თბილისი მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენებს დღეში 2 სიხშირით განახორციელებს. 

 

დღეისათვის ავიაკომპანია ,,ვნუკოვოს" აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით დღეში ერთ რეისს ასრულებს. 

 

დღეში მეორე რეისის დამატება მოხდება საღამოს ,,ვნუკოვოს" აეროპორტიდან. რეისი ადგილობრივი დროით 18:00 საათზე შესრულდება, ხოლო თბილისიდან 23:30 საათზე. 

 

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე მიმდინარე წლის 15 მაისს გაიცა.

როგორც მაშინ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადეაში  აღნიშნავდნენ, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები