ლურჯი მოცვისა და ჯემების მწარმოებელი კომპანიის „მემობერის“/ MEMOBERRY მფლობელი ეკატერინე ჭყოიძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ მიმდინარე წელს ლურჯი მოცვის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე წარუმატებელი აღმოჩნდა.
„2023 წელს გვქონდა წარუმატებელი ექსპორტი რუსეთში, რადგან რუბლის კურსი მკვეთრად გაიზარდა. ამ ფონზე პროდუქციის გატანა ამ ბაზარზე აღარ გვიღირდა“, - ამბობს კომპანიის მფლობელი, თუმცა აღნიშნავს, რომ „მემობერი“ ევროკავშირის, კერძოდ, პოლონეთისა და გერმანიის ბაზრებზე შევიდა და ამ შემთხვევაში პროდუქციის ექსპორტი წარმატებული იყო.
კომპანიის პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე „გუდვილის“ ქსელში იყიდება. რაც შეეხება კომპანიის გეგმებს, 2024 წელს „მემობერი“ ლურჯი მოცვის წარმადობის ზრდას 50 ტონამდე გეგმავს.
„2024 წელს ვიმუშავებთ პროდუქციის ხარისხსა და ბაზრის გაფართოებაზე. ჩვენ ვაპირებთ ლურჯი მოცვისა და ჯემების წარმოების გაფართოებას. 2023 წელს პოლონეთსა და გერმანიაში გავიტანეთ ექსპორტზე ჩვენი პროდუქცია, რაც ჩვენთვის ახალი და მნიშვნელოვანი ბაზრებია“, - ამბობს ეკატერინე ჭყოიძე.
კომპანია ლურჯი მოცვის პარალელურად აწარმოებს სხვადასხვა დასახელების ჯემებს და ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს.
MEMOBERRY მომდინარეობს "მეგრული მოცვიდან", რაც ქართულად ნიშნავს "კენკრა სამეგრელოდან". საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით კომპანიამ ჩაის მიტოვებული მინდვრების ადგილზე გააშენა პლანტაცია და 2017 წელს ამერიკული მოცვი 10 ჰექტარზე გააშენა. ახლა ლურჯი მოცვი 20 ჰექტარზეა გაშენებული. კომპანია ფლობს ასევე გადამამუშავებელ და სამაცივრე საწარმოს, სადაც პირველადმა ინვესტიციამ 100 ათასი ლარი შეადგინა.
„მემობერიმ“ საკონსერვო წარმოება 2021 წლიდან დაიწყო. კომპანიაში სეზონურად 10-15 ადამიანი მუშაობს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება