სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე - ოპერირების წესები.
ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები, არსებული სტომატოლოგიური კაბინეტებისა და კლინიკებისთვის, სავალდებულო 2024 წლის იანვრიდან იქნება. ახალი დაწესებულებები კი მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ საქმიანობის დაწყებას.
პასუხისმგებლობიანი ბიზნესი ახალ რეგულაციას მიესალმება, რადგანაც ფიქრობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციები იცავს როგორც პაციენტს ასევე კლინიკის პერსონალს ჯანმრთელობას და სტომატოლოგიური კლინიკიდან სხვადასხვა ინფექციების გავრცელების შემაფერხებელი ფაქტორი ხდება.
სტომატოლოგიური კლინიკა „დენტალ ლაინის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ( ქირურგი-იმპლანტოლოგი) დიმიტრი ხეჩანოვი Business Insider Georgia-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გადაწყვეტილება სტომატოლოგიის დარგს კიდევ უფრო მაღალ და რაც მთავარია უსაფრთხო დონეზე აიყვანს, სტანდარტებიც გაიზრდება და პაციენტებიც უფრო მაღალი ხარისხის მომსახურებას მიიღებენ.
დიმიტრი ხეჩანოვის აზრით, სტომატოლოგიური დაწესებულების დავალდებულება, რომ უზრუნველყონ თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და 6 თვეში ერთხელ სკრინინგი C ჰეპატიტზე, საბოლოო ჯამში იცავს როგორც პაციენტს ასევე პერსონალს.
„ბუნებრივია ამ გადაწყვეტილებას მივესალმები. ეს აუცილებელიცაა. ამ რეგულაციების დანერგვა კი ნიშნავს იმას, რომ კლინიკა ხდება უფრო პასუხისმგებლობიანი. ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულებას ხარისხი და უსაფრთხოება უმაღლეს ნიშნულზე უნდა ჰქონდეს, ანუ იცავდეს როგორც საკუთარ პერსონალს ასევე პაციენტებს. როცა კლინიკა იცავს ყველა სტანდარტს, დაწესებულება უკვე არის უსაფრთხო.
ვფიქრობ, რომ ყველა კლინიკა უნდა აკმაყოფილებდეს ამ მოთხოვნებს. ასეთ გარემოში პაციენტისთვის სხვადასხვა მანიპულაციის ჩატარება კი უკვე უფრო უსაფრთხოა.
ჩვენ პროფესია არის რისკ-ფაქტორი, რადგანაც ნებისმიერ მანიპულაციის დროს ჩვენც, ექიმებიც ვდგავართ რისკის წინაშე და შეიძლება რაიმე ქრონიკული ინფექციით დაავადდეთ, რადგანაც ვატარებთ ღია მანიპულაციებს პირის ღრუში და შესაძლოა, ნებისმიერი ჩხვლეტით მოხდეს ხელთათმანის დაზიანება და არის რისკი, რომ პერსონალი დაინფიცირდეს.
შემოწმება კი თავიდან გამორიცხავს იმ რისკს, რასაც პერსონალის დაინფიცირება ჰქვია და მოახდენს მის გამოვლენას. თითოეული თანამშრომელი ჩვენთვის ღირებული და ფასეულია და რაც უფრო დროზე მოხდება ინფიცირების გამოვლენა, მით უფრო მალევე მოხდება მისი პრევენცია და მკურნალობის ჩატარება. ამით კი პაციენტიც იქნება დაცული იმისგან, რომ მისი დაინფიცირება არ მოხდება სტომატოლოგიური კლინიკიდან“, - განმარტავს „დენტალ ლაინის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია-დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები. პროცესის უკეთ სამართავად სავალდებულო გახდა დაწესებულებაში ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა.
დიმიტრი ხეჩანოვი აცხადებს, რომ სტომატოლოგიური კლინიკა „დენტალ ლაინში“ აღნიშნული რეგულაცია აქამდეც მოქმედებდა, თუმცა მისი უფრო დახვეწითა გარემოზე ზრუნვის პარალელურად ხდება ინფექციის გავრცელების პრევენციაც.
„აღნიშნულ გადაწყვეტილებას მივესალმები, რადგანაც ვფიქრობ, რომ ყველა ის დაწესებულება, რომელსაც აქვს პრეტენზია და გააჩნია იმის სურვილი, რომ იყოს სამაგალითო, უნდა იცავდეს ყველა იმ კრიტერიუმებს რაც წარმოდგენილია. რაც შეეხება ნარჩენებს ეს არის ზრუნვა როგორც პაციენტებზე, ასევე გარემოზე. ეს ნარჩენები ღიად არ უნდა ხვდებოდეს სანაგვეზე, ის საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად არ უნდა იყრებოდეს. იმიტომ, რომ შესაძლოა ინფექციის გაჟონვა. მაგალითად ნახმარი ნემსი, შესაძლოა რაღაც გზით მოხვდეს ქუჩაში ურნის გადატრიალების გამო, ქარის გამო. ან სისხლიანი ბამბა იქნება თუ ტამპონი არ შეიძლება, რომ ღიად ხვდებოდეს გარემოში. ამით შესაძლოა ვიღაცას ზიანი მიადგეს. თუნდაც შესაძლოა ბავშვმა აიღოს ხელში, შეერჭოს და სხვადასხვა ინფექციური დაავადებებით დაავადებული ეს მასალა მოხვდეს ღია სივრცეში და ამ გზით გავრცელდეს სხვადასხვა დაავადება თუ ინფექცია. პირველ რიგში ამაზე უნდა ფიქრობდეს ბიზნესი, სტომატოლოგიური კლინიკა, რომ სწორად მართოს ნარჩენები.
გეტყვით, რომ ჩვენი კლინიკა უკვე დიდი ხანია ამ მოდელით ხელმძღვანელობს და მუშაობს. გვყავს ამ საქმიანობისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადამიანი, რომლის ვალდებულებაცაა მკაცრად აკონტროლოს ნარჩენები, მოხდეს მათი დახარისხება. რადგანაც ნარჩენები სხვადასხვა კატეგორიისაა და მათი ერთად გადაყრა არ ხდება. ხდება მათი განთავსება სპეციალურად ცალ-ცალკე ურნები, რომელიც არის მარკირებული სერითაც და წარწერებითაც. არის მუყაოს ყუთები, სადაც იყრება მჭრელი და ბასრი ნარჩენი. არის ასევე სხვა ურნა, სადაც იყრება სხვა ტიპის დაბინძურებული მასალა და სწორედ ამ ყველაფერს აკონტროლებს ის პირი, რომელსაც აბარია კონკრეტული მიმართულება. ის ატარებს ხშირად მონიტორინგს, რათა ნარჩენების სწორი დახარისხება მოხდეს. ყველაფერი ხორციელდება ჩვენივე პროტოკოლების მიხედვით. ამის შემდეგ ხდება ამ ნარჩენების აწონა. ასეთია მოთხოვნა, რათა იყოს ინფორმაცია ნარჩენების რაოდენობის შესახებ და ამის შემდეგ ხდება მათი უტილიზაცია. არსებობს სპეციალიზირებული კომპანიები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ საკითხზე.
ნარჩენების გატანა სისტემატიურ რეჟიმში ხდება“, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან დიმიტრი ხეჩანოვი.
სტომატოლოგიური კლინიკა დენტალ ლაინი დაარსდა 2008 წელს, კლინიკამ ფუნქციონირება დაიწყო მცირე კაბინეტით, ხოლო 2018 წელს იგი მნიშვნელოვნად გაფართოვდა.
დენტალ ლაინის შექმნის იდეა იყო ის, რომ მომხმარებლებს ერთ სივრცეში შესძლებოდათ მიეღოთ სრული სტომატოლოგიური მომსახურება, თანამედროვე პროტოკოლების და გაიდლაინების მიხედვით, რისთვისაც კლინიკა აღიჭურვა ულტრათანამედროვე აპარატურით და მანქანა- დანადგარებით.
განახლებული „დენტალ ლაინი“ უკვე 5 წელია აქტიურად ემსახურება, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ პაციენტებს, რომელთა რიცხვი წლიდან წლამდე საკმაოდ მზარდია. დენტალ ლაინი სამომხმარებლო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კლინიკაა საქართველოში, რომელიც მუდმივად ნერგავს სიახლეებს ამ მიმართულებით.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში