PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით, 38,330 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წლის აპრილში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 12.3%-ით მეტია 2023 წლის მარტში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.
2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით, 7,075 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 43.8%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 169.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით, 10,344 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.0%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 144.0%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით, 8,982 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 28.2%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 133.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში