ცოტა ხნის წინ ანალიტიკური პორტალის Numbeo-ს ექსპერტებმა პურის ღირებულების მიხედვით ქვეყნების რეიტინგი განაახლეს.
რა ღირს პური მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?
აღსანიშნავია, რომ Numbeo-ს სერვისის მონაცემები 500 გრამიანი ახალი თეთრი პურის ღირებულებას ასახავს.
2023 წლის 24 მარტის მდგომარეობით, მსოფლიოში ყველაზე დაბალი ფასი თეთრ პურზე დაფიქსირდა ტუნისში - $0,14. რეიტინგში მეორე ადგილი ალჟირს (0,16$) უკავია, ხოლო მესამე ყაზახეთს (0,36$) ერგო.
ათეულში ასევე მოხვდნენ:
ბელორუსი თეთრი პურის ყველაზე დაბალი ღირებულების მქონე ქვეყნების 30-ეულში 24-ე ადგილზეა - 0,65 დოლარით (500 გრამზე).
პურზე ფასები მოლდოვაში (0,45$), უკრაინაში (0,58$), რუსეთში (0,60$).
ქვეყნები, სადაც მეტ-ნაკლებად უფრო მაღალი ფასები დაფიქსირდა:
გლობალურ სურათს თუ გადავხედავთ, თეთრ პურზე ყველაზე მაღალი ფასები დანიაში (2,87$), ნორვეგიაში (2,88$), ისლანდიაში (3,15$), აშშ-სა (3,27$) და შვეიცარიაში (3,28$) დაფიქსირდა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში