USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია „გორგიას“ 2024 წლის გეგმები

როგორია „გორგიას“ 2024 წლის გეგმები

2024-01-01 14:00:00

იგეგმება სავაჭრო ცენტრების გახსნა ბათუმსა და ზუგდიდში, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან 2024 წლის გეგმებზე საუბრისა სამშენებლო ჰიპერმარკეტ „გორგიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინა ოქროპირიძემ განაცხადა.

ნინა ოქროპირიძის თქმით, „გორგია“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ევროკავშირისა და ამიერკავკასიის ბაზარი მაქსიმალურად აითვისოს, დაგეგმილია ფილიალის გახსნა სომხეთშიც.

„სამომავლო გეგმები, როგორც ყოველთვის, დიდია. იგეგმება სავაჭრო ცენტრების გახსნა ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, უახლოეს მომავალში ჩვენი სტრატეგიული მიზანია, მაქსიმალურად ავითვისოთ ევროკავშირისა და ამიერკავკასიის ბაზარი- დაგეგმილია ფილიალის გახსნა სომხეთშიც.

როგორც იცით,  ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გავზარდოთ ასორტიმენტი და გასული წლის მსგავსად (როდესაც 10 000 დასახელების პროდუქცია დავამატეთ), მომავალშიც ვაპირებთ ასორტიმენტის გაზრდას. დღეისათვის „გორგიაში“ 60 000 -მდე დასახელების პროდუქცია გვაქვს წარმოდგენილი და   4 000-მდე პარტნიორი კომპანია გვყავს. ჩვენ მუდმივად ხელს ვუწყობთ ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას,  ამ ეტაპზე კი  800  ქართველ მეწარმესთან  ვთანამშრომლობთ.  სამომავლოდ ვაპირებთ კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი ბრენდის დამატებას.

„გორგია“ ყველაზე დიდი DIY ჰიპერმარკეტების ქსელია ამიერკავკასიაში. ის  8 ქალაქში 13 ფილიალითაა წარმოდგენილი და არის პირველი ქართული კომპანია, რომელიც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით საკუთარ პროდუქციას უკვე ევროკავშირსაც სთავაზობს“, - აღნიშნა Business Insider Georgia-სთან ნინა ოქროპირიძემ.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ამბობს, რომ „გორგიას“ ფუნდამენტური ღირებულება მუდმივი განვითარებაა.

„გასულ წლებში ფილიალი გავხსენით რუსთავში, მარნეულის ფილიალი კი გავაფართოვეთ. მომხმარებლების დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე  2023  წლის ბოლოს  ჰიპერმარკეტი გორშიც გავხსენით, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის.  ჩვენ შევქმენით ახალ სამუშაო ადგილებიც, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გასულ წლებში გაიხსნა „თელავი მოლი“-პირველი მოლი თელავში, რომელიც 16 ბრენდს აერთიანებს.

საქართველოში გაფართოების გარდა, 2023 წელს „გორგია“ ბულგარეთშიც გამოჩნდა. შესაბამისად, ჩვენ ვართ პირველი ქართული კომპანია, რომელიც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი.

2023 წელი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ახალი ბრენდების გამოჩენითაც. გავხსენით „გენჩის“ პოლიურეთანის პროფესიონალური ლაქ-საღებავების პირველი შოურუმი.  „გენჩი“ ლაქ-საღებავების წამყვანი ბრენდია, რომელიც ბაზარზე 1976 წლიდან ოპერირებს. შესაბამისად, ჩვენთან მოსულ მომხმარებლებს ქოლორისტთა პროფესიონალი ჯგუფი დაუმზადებს სასურველი ფერისა და მახასიათებლის მქონე საღებავს. ასევე 2023 წელს შემოვიტანეთ პოლონური ბაზრის უპირობო ლიდერი ბრენდი- სელფასტი, რომელიც  ბაღის მოვლის საშუალებების სრულ ასორტიმენტს აწარმოებს. ის აერთიანებს ბაღის ინსტრუმენტებს, საკემპინგე აქსესუარებსა და მილების ფართო ასორტიმენტს და იმ ბრენდების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებისთვისაც ხარისხი უპირველესია.

ეს წელი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პარტნიორობისა და თანამშრომლობის კუთხითაც. „გორგიამ" და USAID-ის პროგრამამ „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. თანამშრომლობის ფარგლებში დაარსდა „გორგიას ხელოსანთა აკადემია", რომელიც ორი წლის განმავლობაში 700-მდე ადამიანს შეასწავლის პროფესიულ საქმიანობას. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები და მომავალში დასაქმდებიან „გორგიას" პარტნიორ კომპანიებში“, - განაცხადა „გორგიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინა ოქროპირიძემ.

ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ კავკასიაში ყველაზე დიდი  კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან მუშაობს.


 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები