USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ იცვლებოდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი

როგორ იცვლებოდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი

2024-04-29 12:41:00

Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, 22-26 აპრილის კვირაში ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა და წინა კვირასთან შედარებით უმეტესად პლიუსშია. 

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 53.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +10.86% წინა კვირასთან შედარებით და +9.28% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 463 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 48.30 - 53.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 34.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +12.56% წინა კვირასთან შედარებით და +9.00% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 329 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.65 - 34.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 56 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 13.32 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.26% წინა კვირასთან შედარებით და +1.06% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 124 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 12.78 - 13.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 33 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები