USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ გადანაწილდა საპენსიო პორტფელების ამონაგები იანვარში

როგორ გადანაწილდა საპენსიო პორტფელების ამონაგები იანვარში

2024-02-14 11:36:00

2024 წლის იანვარში გლობალური აქციების ბაზრების დინამიკა რეგიონებს შორის განსხვავებული იყო. გასული თვე განსაკუთრებით კარგი აღმოჩნდა აშშ-ს აქციების ბაზრისთვის, რომელიც 1.6% გაიზარდა. თუმცა, სხვა რეგიონების ბაზრებზე ფასების კლება დაფიქსირდა.

31 იანვრის მდგომარეობით გლობალური აქციების წილი ჯამურ საპენსიო აქტივებში 18.8% იყო. საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელის 45.8% ჩრდილოეთ ამერიკაშია ინვესტირებული, 18.5% განვითარებული აზიის რეგიონში, ხოლო 17.6% ევროპაში.

31 იანვრის მდგომარეობით საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 4.5 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 896.5 მლნ ლარს მიაღწია. 2024 წლის იანვარში საქართველოში ნულოვანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა, ხოლო თვიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა 31 იანვრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 0.5% ით, 9.0%-მდე შეამცირა. დაბალი ინფლაცია და კლებადი საპროცენტო განაკვეთები დადებით გავლენას ახდენს საპენსიო სააგენტოს ფიქსირებული შემოსავლიანობის მქონე აქტივების რეალურ ამონაგებზე. ჯამურმა რეალურმა ამონაგებმა დასაწყისიდან დღემდე 14.8% შეადგინა.

პორტფელების მიხედვით იანვრის თვის ამონაგები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • კონსერვატიული პორტფელი: ნომინალური ამონაგები 0.61%-ია, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 0.29%
  •  დაბალანსებული პორტფელი: ნომინალური ამონაგები 0.98%, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 0.65%
  •  დინამიკური პორტფელი: ნომინალური ამონაგები 1.01%, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 0.68%.

შეიძლება იყოს მითითებულის გრაფიკა: ტექსტი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები