USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როდის დასრულდება უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია

როდის დასრულდება უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია

2023-11-03 14:29:38

უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა. მიმდინარე სამუშაოებს თბილისი მერი კახა კალაძე მერის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

მისი თქმით, ამ დროისთვის, დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია - განახლებულია წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები.

„უნივერსიტეტის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ასფალტის საფარის ქვედა ფენები უკვე დაგებულია. მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევის სამუშაოები. დაახლოებით, ორი-სამი კვირა სჭირდება, რომ ასფალტის ბოლო ფენები დაიგოს, ასევე, ავტობუსის გაჩერებებზე გაკეთებულია ბეტონის გზა. გარდა ამისა, დამონტაჟდება ლედ სანათები, მოეწყობა საპარკინგე ადგილები და ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით გზის  დამცავი კედლები ეწყობა.

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და პარლამენტის დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდნენ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები