სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის ჩამონგრეული ნაწილის ექსპერტიზა მიმდინარეობს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დღეს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„სამტრედია-გრიგოლეთის ხიდზე დაზიანდა მერვე ბურჯი, რომელმაც გამოიწვია ორი მალის ჩამოშლა. ამჟამად მიმდინარეობს ექსპერტიზა რომელსაც ატარებს სამხარაულის ბიურო და ექსპერტიზის წარმოდგენისა და დასკვნის საფუძველზე, ჩვენ შევიმუშავებთ შესაბამის საინჟინრო გადაწყვეტას თუ როგორ უნდა აღდგეს აღნიშნული ხიდი. ამავდროულად მიმდინარეობს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ამ მიმართულებითაც შესაბამისი შეფასებები იქნება“, - აღნიშნა ქარსელაძემ.
რაც შეეხება ხიდის აღდგენის ვადებს, მინისტრის განმარტებით, ამ კუთხით ჯერ საინჟინრო გადაწყვეტილებაა მისაღები, რაც ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე უნდა მომზადდეს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის თებერვალში სამტრედია-გრიგოლეთის ხიდზე დაზიანდა მერვე ბურჯი, რომელმაც გამოიწვია ორი მალის ჩამოშლა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში