USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ შემცირდა ფასი სპილენძის მადნებსა და ფეროსილიკონზე - Galt & Taggart-ის მიმოხილვა

რატომ შემცირდა ფასი სპილენძის მადნებსა და ფეროსილიკონზე - Galt & Taggart-ის მიმოხილვა

2023-10-05 11:16:50

სპილენძის მადნები და კონცენტრატები 2023 წლის სექტემბერში სპილენძის ფასი თვიურად 2.3%-ით შემცირდა. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, აგვისტოში სპილენძის ადგილობრივმა წარმოებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ Galt & Taggart-ის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.

„დამატებით, ლონდონის მეტალის ბირჟასა და შანხაის ფიუჩერსების ბირჟაზე მარაგები იზრდება, შესაბამისად, ფასების დაბალ დონეზე შენარჩუნებაა მოსალოდნელი.

სპილენძის ფასზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ჩინეთის ეკონომიკის არამდგრად გამოცოცხლებას აქვს. ნედლეულის უდიდესმა მომხმარებელმა, ჩინეთმა, გასულ თვეებში ეკონომიკის წახალისება არაერთხელ სცადა, თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, ეს საკმარისი არ იქნება წელს სპილენძის ფასის ზრდისთვის (-1.8% მიმდინარე წელს).

2023 წლის სექტემბერში ევროპული ფეროსილიკონის ფასი თვიურად 8.1%-ით შემცირდა, ჩინურის კი 3.7%-ით გაიზარდა, რაც პირველი თვიური ზრდაა ამ წლის იანვრის შემდეგ. ზრდა ფასების ტრენდის ცვლილების ნაწილი იქნება თუ დროებითი მატება, დამოკიდებული იქნება მომავალ თვეებში ჩინეთის ეკონომიკის მდგომარეობაზე. სუსტი გლობალური მოთხოვნა და, შესაბამისად დაბალი ფასები ქართული ფეროშენადნობების ექსპორტზეც აისახა და წლიურად 69.1%-ით შემცირდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები