USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ გაუარესდა საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი

რატომ გაუარესდა საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი

2023-10-02 11:32:19

სებ-ის მიხედვით, 2Q23-ში მიმდინარე ანგარიში დეფიციტი მშპ-ის 4.9%- მდე გაიზარდა 2Q22-ის 4.6%-იანი დონიდან.

Galt & Taggart-ის შეფასებით, გაუარესება ძირითადად შემოსავლის უარყოფითი ბალანსის ზრდამ განაპირობა, რადგან ადგილი ჰქონდა რეინვესტიციების მნიშვნელოვან ზრდას.

საქონლით ვაჭრობის უარყოფით ბალანსი წლიურად 13.0%-ით გაიზარდა 1.2 მლრდ აშშ დოლარამდე, რადგან საქონლის ექსპორტი 15.3%-ით, ხოლო იმპორტი 14.4%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია მომსახურების პოზიტიური ბალანსის მნიშვნელოვანი, 49.4%-იანი წლიური ზრდა 2Q23-ში, რაზეც პოზიტიური გავლენა ჰქონდა კომპიუტერული & საინფორმაციო მომსახურების და ტურიზმის სექტორს.

წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მე-2 კვარტალშიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენდა (მშპ-ის 6.3%).

ამასთან, აღსანიშნავია რომ სებ-მა ზრდის მიმართულებით დააკორექტირა 1Q23-სა და 2022 წლის დეფიციტის მაჩვენებლები, რაც მშპ-ის 5.9%-მდე (1Q23-ის პირველადი შეფასება იყო 3.2%) და 4.6%-მდე (წინა შეფასება 4.0%) გაიზარდა.

ჯამურად, 1H23-ში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ის 5.3% შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში შემცირებაა (8.6% იყო 1H22-ში).

„სებ-ის მიერ განახლებული მონაცემების გათვალისწინებით, ჩვენ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს ვპროგნოზირებთ მშპ-ს 4.5%-ზე (წინა პროგნოზი 3.8%)“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაში. 

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები