USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ დააჯარიმა  კონკურენციის სააგენტომ „,მექსიკური ჰოტ-დოგი წერეთელზე“ და „მექსიკური წერეთელზე N1“

რატომ დააჯარიმა კონკურენციის სააგენტომ „,მექსიკური ჰოტ-დოგი წერეთელზე“ და „მექსიკური წერეთელზე N1“

2023-12-01 11:28:29

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სწრაფი კვების მომსახურების სექტორში, მოკვლევის პროცესი დაასრულდა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა.

კერძოდ, საკითხი ეხებოდა შპს ,,წერეთლის მექსიკურის“ საჩივრის საფუძველზე დაწყებულ საქმის შესწავლას - შპს ,,მექსიკური ჰოტ-დოგი წერეთელზე“ და შპს ,,მექსიკური წერეთელზე N1“-ს მიმართ.

მოკვლევის შედეგად დადასტურდა  - მომჩივანი კომპანიის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის გამოყენების ფაქტები. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით  ორ კომპანიას  (,,მექსიკური ჰოტ-დოგი წერეთელზე“ და ,,მექსიკური წერეთელზე N1)    შესაბამისი ფინანსური სანქცია დაეკისრათ და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალათ. მხარეებს უფლება აქვთ სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2023 წელს, სააგენტომ დაასრულა 5 მოკვლევა - დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედების და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის მიმართულებით. აქედან, 1 შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, 1 შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, 3 შემთხვევაში დარღვევა დადგინდა და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. მოკვლევა ეხებოდა საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, საზღვაო გადაზიდვების, ავტოტექნიკური ინსპეტირების და სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მომსახურების ბაზრებს.

ამავე პერიოდში, 6 საქმეზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამ დროსთვის, სააგენტო 4 საკითხთან მიმართებით მოკვლევის პროცესს აწარმოებს - ფარმაციის, კინოთეატრების ელეტქრონული რეალიზაციის, ავტოსადგომების და საკვები პროდუქტების ბაზრების მიმართულებით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები