USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ აჩერებს ავიაკომპანია airBaltic-ი რიგასა და თბილისს შორის რეისებს

რატომ აჩერებს ავიაკომპანია airBaltic-ი რიგასა და თბილისს შორის რეისებს

2023-11-20 12:00:36

ლატვიური ავიაკომპანია airBaltic საქართველოს მიმართულებით ფრენებს, დროებით, აჩერებს. გავრცელებული ინ ფორმაციის მიხედვით, 2024 წლის 7 იანვრიდან 2024 წლის 7 თებერვლამდე airBaltic რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე ოპერირებას წყვეტს.

ამ დროისათვის დაჯავშნის სისტემებში აღნიშნულ თარიღებზე ავიაბილეთები უკვე აღარ იძებნება.

საქართველოში airBaltic-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია Discovery Group-ის გენერალუტი მენეჯერო თემურ ბუზალაძე აცხადებს, რომ აღნიშნულის მიზეზი კომპანიის ავიაპარკში საჰაერო ხომალდების რაოდენობა გახდა.

„ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კომპანიას თვითმფრინავების რაოდენობის კუთხით გარკვეული პრობლემა აქვს. თუმცა შემდგომ რეისები განახლდება და ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე უკვე ყოველდღიურ რეისებზე გადავა“, - აცხადებენ Discovery-ში.

ლატვიური ავიაკომპანია airBaltic 1995 წელს დაფუძნდა, თუმცა 2008 წელს კომპანიამ პირველი ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო ბაზარზე და რიგის საერთაშორისო აეროპორტში დაფუძნებული ბაზა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ წერტილად აქცია. airBaltic​-ის დამატებითი ბაზები ასევე მდებარეობს ტალინის საერთაშორისო აეროპორტსა და ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები