USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ვყიდით და ვყიდულობთ ბრაზილიაში

რას ვყიდით და ვყიდულობთ ბრაზილიაში

2023-06-24 02:30:54

ბრაზილიიდან იმპორტი 33%-იან კლებას აჩვენებს. 2023 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, ბრაზილიიდან საქართველოში 50,209.85 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 75,231.05 ათასი დოლარის.

2022 წელს ბრაზილიიდან იმპორტი, 2021 წელთან შედარებით 12%-ითაა გაზრდილი. 2022 წელს ბრაზილიიდან 155,923.60​ ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, ხოლო 2021 წელს კი 138,712.25​ ათასი დოლარის. 
​ბრაზილიიდან იმპორტმა ბოლო 14 წლის მაქსიმუმს 2020 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანაში 162,770.11 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა. 

ღირებულებით ნაწილში ბრაზილიიდან იმპორტის ნომერ პირველი პროდუქტი - ღორის ხორცია.

რას ყიდულობს საქართველო ბრაზილიიდან TOP-5 პროდუქტი (2023 წლის 5 თვის მაჩვენებლებით)

  • ხორცი ღორის ახალი, გაცივებული ან გაყინული - 21,159.54 ათასი დოლარი;
  • შაქარი - 13,050.75  ათასი დოლარი;
  • ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 9,119.97  ათასი დოლარი;
  • ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული - 2,696.15 ათასი დოლარი;
  • თამბაქოს ნედლეული; თამბაქოს ნარჩენები - 922.51 ათასი დოლარი;

მიმდინარე მაჩვენებლებით ბრაზილიაში ექსპორტიც კლებას აჩვენებს.

2023 წლის იანვარ-მასიში საქართველომ ბრაზილიაში ექსპორტზე 69.27 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ბრაზილიაში 195.39 ათასი დოლარის პროდუქცია გადაიზიდა. შესაბამისად კლება 65%-ია.

საქართველოდან ბრაზილიაში ექსპორტი ყველაზე მაღალ ნიშნულზე 2015 წელს იყო. საანგარიშო წელს საქართველომ ბრაზილიაში 19,929.22 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა. 

რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას, 2022 წელს ბრაზილიაში 92%-ით ნაკლები ღირებულების პროდუქცია გადაიზიდა ვიდრე 2021 წელს. 

რას ყიდის საქართველო ბრაზილიაში TOP-5 პროდუქტი (2023 წლის 5 თვის მაჩვენებლებით)

  • ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 24.45 ათასი დოლარი;
  •  ნივთიერებები შემკვრელი მზა, სამსხმელო ფორმების წარმოებაში გამოსაყენებელი - 18.73 ათასი დოლარი;
  • სამაგრი არმატურა, ფურნიტურა და ანალოგიური ნაწარმი არაძვირფასი ლითონებისაგან - 6.87 ათასი დოლარი;
  • პლასტმასის დანარჩენი ნაწარმი - 5.00 ათასი დოლარი; 
  • ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან - 4.92 ათასი დოლარი;

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები