USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას სთავაზობს მეღვინეობა ,,რტონი" მომხმარებელს

რას სთავაზობს მეღვინეობა ,,რტონი" მომხმარებელს

2023-11-04 21:43:22

ზაფხულის აქტიური სეზონის შემდეგ ,,მეღვინეობა რტონი" მომხმარებელს სხვადასხვა სერვისს შემოდგომაზეც სთავაზობს. ამ ეტაპზეც საკმაოდ სტაბილურია მოთხოვნა სარესტორნო მიმართულებაზე. უნიკალური ავთენტური კერძები, საოცარი ბუნება და მომსახურების მაღალი ხარისხი - სამი მთავარი ფაქტორია, რითაც ,,რტონი" სტუმრებს გვიანი შემოდგომის პერიოდშიც იზიდავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დაკავშირებით  Business Insider Georgia-თან კომპანია ,,რტონის“  დამფუძნებელი გიორგი სხირტლაძე საუბრობს.
,,მეღვინეობა ,,რტონი"  ცნობილია როგორც პრემიუმ ხარისხის ღვინოებით, ასევე დეგუსტაციებითაც. რაც შეეხება სარესტორნო მიმართულებას, მომხმარებლების 70%-ს უცხოელი ტურისტები შეადგენენ. რესტორნის მენიუში ძირითად ადგილს იკავებს  ძველი აღდგენილი რეცეპტურა, რომელიც ღვინოსთან შევახამეთ და მომხმარებლის დიდი მოწონებით სარგებლობს.  ნოემბრის ბოლოდან უკვე წინასწარ შეკვეთებზე ვიწყებთ მუშაობას.  რესტორანი წლის ყველა სეზონზე  ჩვეულებრივ ღიაა და ნებისმიერ მსურველს უმასპინძლებს. მდიდარი კულინარია,  ბუნება და ხარისხი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, რაც მთავარი მიზეზია, მომხმარებელმა უყოყმანოდ გააკეთოს არჩევანი", - ამბობს გიორგი სხირტლაძე.
გარდა ამისა, ,,მეღვინეობა ,,რტონი" ინტენსიურად მასპინძლობს უცხოურ დელეგაციებს, რომლის შემადგენლობაშიც ჟურნალისტები და გამოჩენილი შეფები არიან.
 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები