USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი უცხოელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში

რამდენი უცხოელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში

2024-03-06 18:00:00

საქსტატის მონაცემებით, 2023-2024 სასწავლო წელის მონაცემებით, საქართველოში 30 701 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. 

აქედან 25,780 სტდენტი მაგისტრატურაზე, დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) პროგრამასა და  რეზიდენტურაზე, ხოლო 4,910 ბაკალავრიატზე და 11 პროფესიული პროგრამაზე. საგულისხმოა, რომ აქედან 24,972 სტუდენტი მაგისტრატურაზე სწავლობს. 

ყველაზე მეტი უცხოელი  - 27,750 ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფის ფაკულტეტზე სწავლობს. მეორე ადგილზეა სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი, ამ ფაკულტეტზე განათლებას 1,392 სტუდენტი იღებს. 

TOP-5  ფაკულტეტი, რომელიც უცხოელმა სტუდენტებმა 2023-2024 სასწავლო წელს აირჩიეს: 

  • ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 27,750 სტუდენტი;
  • სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი - 1,392 სტუდენტი;
  • მეცნიერება - 852 სტუდენტი;
  • საინჟინრო, დამამუშავებელი და სამშენებლო დარგები- 330 სტუდენტი;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება - 249 სტუდენტი. 

2022-2023 სასწავლო წელს საქართველოში 25,069 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, 2021-2022 სასწავლო წელს კი 17,501. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები