USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Radisson Blu Batumi-ს Anne Semonin Spa საერთაშორისო დაჯილდოების, World Luxury Spa awards 2023-ის გამარჯვებულია

Radisson Blu Batumi-ს Anne Semonin Spa საერთაშორისო დაჯილდოების, World Luxury Spa awards 2023-ის გამარჯვებულია

2023-11-09 11:00:44

რადისონ ბლუ ბათუმის" სპა - „ენ სემონინ სპა" საერთაშორისო დაჯილდოების, World Luxury Spa awards 2023-ის გამარჯვებული და საქართველოს საუკეთესო ველნეს ცენტრის წოდების მფლობელია. როგორც Business Insider Georgia-ს სასტუმროს ადმინისტრაციაში განუცხადეს,  ენ სემონინ სპა ბათუმი“ სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმის“ მესამე სართულზე მდებარეობს და ღია და დახურულ აუზებს, ფინურ აბანოს, ორთქლის ოთახს, ფიტნეს ცენტრს, სპა ბარ „ოზონს“ და სპა პროცედურების ოთახებს აერთიანებს.

„თავის მოვლისა და განტვირთვის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის სასურველი პროცედურა 40-მდე დასახელების სპა პროცედურებიდან, რომლებიც ქსკლუზიურად ფრანგული პრემიუმ ბრენდის, „ენ სემონინის“ პროდუქციით კეთდება. სპაში შესაძლებელია ასევე „ენ სემონინის“ თავის მოვლის პროდუქტების შეძენაც.

World Luxury Spa Awards 2010 წელს დაარსდა და უკვე 11 წელია, სპა ინდუსტრიის წამყვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა. ხმის მიცემაში ყოველ წელს 400-ზე მეტი სპა ცენტრი იღებს მონაწილეობას, რომლებსაც 250 000-მდე მოგზაური აფასებს.

„ენ სემონინ სპასთან“ ერთად სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმი“ აერთიანებს 168 ოთახს, 2 რესტორანსა და საკონფერენციო სივრცეს. სასტუმროს არქიტექტურა ცნობილ იტალიელ დიზაინერსა და არქიტექტორს, მიკელე დე ლუკის ეკუთვნის“, - განმარტავენ სასტუმროს ადმინისტრაციაში. 

„რადისონ ბლუ ბათუმი“ იმართება „სილქ ჰოსფითალითის“ მიერ.

„ენ სემონინ სპას“ პროცედურებისა და დეტალური ინფორმაციის სანახავად, ეწვიეთ:

batumi.annesemoninspa.ge
+995 577 90 22 20

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები