მთავრობა სათამაშო ბიზნესის რეგულაციებს ეტაპობრივად ამკაცრებს, რის ფონზეც აღნიშნული ბიზნესის დაბეგვრიდან ბიუჯეტში აკუმულირებული თანხების მოცულობა წლიდან წლამდე მზარდია.
2023 წლის იანვარ-ნოემბერში ბიუჯეტში შესულმა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა 108,293,074.65 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 82,052,433.64 ლარს შეადგენდა. შესაბამისად ზრდა 32%-ია.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2023 წლის 11 თვეში კაზინოების (სამორინეების) სათამაშო მაგიდიდან ბიუჯეტში სულ 2 ლარი შევიდა, სათამაშო აპარატებიდან - 51,861,071.7 ლარი, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებიდან - 1000 ლარი, წამახალისებელი გათამაშებიდან - 3,028,124.68 ლარი, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან - 10,955,484.79 ლარი, ლატარიების მოწყობაზე - 602.01 ლარი, სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 42,446,789.42 ლარი, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროდან - 60,248.70 ლარი, კლუბის მაგიდიდან - 1,604,133.0 ლარი, სამორინეს მაგიდიდან - 40,770,116.85 ლარი, სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან - 12,290.80 ლარი.
2022 წელს ბიუჯეტში შესულმა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა 114,392,795.66 ლარი შეადგინა, 2021 წელს კი ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან მოსაკრებლის სახით 78,406,677.35 ლარი შევიდა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში