USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ოქროს ექსპორტიდან

რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ოქროს ექსპორტიდან

2023-09-28 11:00:39

მიმდინარე წელს ოქროს ექსპორტიდან საქართველომ 57,712.39 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.  აღნიშნული მაჩვენებლები კი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან 1.1%-იან ზრდას აჩვენებს, რადგანაც 2022 წლის 8 თვეში ქვეყანამ 57,057.15 ათასი დოლარის ღირებულების ოქრო გაყიდა. 

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტზე 1.83 ტონა ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით გავიდა. 

რეალურად 8 თვეში გაყიდული დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქრო სულ 3 ქვეყანაში გადაიზიდა, საიდანაც ლიდერი შვეიცარიაა, რომელზეც ამ მადნის ექსპორტის 88%-ი მოდის.

სად გაყიდა საქართველომ ოქრო (ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით)

  • შვეიცარია - 1.66 ტონა - 50,664.44 ათასი დოლარი,
  • თურქეთი - 0.12 ტონა - 4,814.70 ათასი დოლარი,
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 0.05 ტონა - 2,233.25 ათასი დოლარი.

ბოლო წლების სტატისტიკით ყველაზე მეტი ოქროს ექსპორტი 2010 წელს დაფიქსირდა. საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ ექსპორტზე 117,646.68 ათასი დოლარის ღირებულების 7.19 ტონა ოქრო გაიტანა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები