USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა შეღავათით ისარგებლებენ აგრო ტურისტული და ღვინის ტურისტული ობიექტები

რა შეღავათით ისარგებლებენ აგრო ტურისტული და ღვინის ტურისტული ობიექტები

2023-12-14 09:12:56

პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან და  მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება აგრო ტურისტული და ღვინის ტურისტული  საქმიანობების სუბიექტების საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული შემოსავალი და გაცემული ხელფასი.
კანონპროექტის თანახმად, სუბიექტებზე აღნიშნული საგადასახადო შეღავათი, აგრო ტურისტული და ღვინის ტურისტული  საქმიანობების სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში გავრცელდება და იგი  მხოლოდ იმ სუბიექტებს შეეხებათ, რომელთა წლიური შემოსავალი 500 000 ლარს არ აღემატება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები