USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოსა და ხორვატიას

რა სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოსა და ხორვატიას

2024-05-16 09:30:00

საქართველო-ხორვატიის საგარეო სავაჭრო ბრუნვაში იმპორტი 20%-იან ზრდას, ხოლო ექსპორტი 66%-იან კლებას აჩვენებს . 

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ხორვატიიდან 3,976.84 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 3,308.62 ათასი დოლარის. ფულად გამოსახულებაში, ხორვატიიდან იმპორტის 30%-ი შოკოლადზე მოდის, ხოლო 10%-ი პურსა და საკონდიტრო ნაწარმზე.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ხორვატიიდან ყიდულობს:

  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 1,182.41 ათასი დოლარი,
  • პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 379.80 ათასი დოლარი,
  • პროდუქტები, ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი - 299.69 ათასი დოლარი,
  • კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - 218.86 ათასი დოლარი,
  • საპარსი საშუალებები, დეზოდორანტები - 210.01 ათასი დოლარი.

ბოლო წლების სტატისტიკით ხორვატიიდან იმპორტი მზარდია. 2023 წელს საქართველომ ხორვატიიდან რეკორდული თანხის, 15,790.04 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა.

რაც შეეხება ექსპორტს, ღირებულებით ნაწილში 65.8%-იანი კლებაა. 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ხორვატიაში 80.91 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2023 წლის იანვარ-მარტში კი 236.74 ათასი დოლარის.

ხორვატიაში ექსპორტის კუთხით საქართველოსთვის რეკორდული 2015 წელი იყო, რა დროსაც ქვეყანამ ხორვატიაში სხვადასხვა სახის პროდუქტების რეალიზაციიდან 2,010.54 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. 

რაც შეეხება მიმდინარე მაჩვენებლებს, 2024 წლის 3 თვეში საქართველოდან ხორვატიაში საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან დამზადებული პროდუქცია გაიგზავნა. სწორედ აღნიშნულ სასაქონლო ერთეულზე მოდის ხორვატიაში ექსპორტის 100%-ი.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები