USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა საკითხებზე იმსჯელებენ მთავრობის სხდომაზე

რა საკითხებზე იმსჯელებენ მთავრობის სხდომაზე

2023-11-13 10:37:14

დღეს, 13 ნოემბერს,  14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.  დღის წესრიგში შეტანილია 10 საკითხი:

  • საქართველოს კანონის პროექტი ,,თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები,
  • საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები,
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”,
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”,
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”,
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „შატო ბაგრატიონისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”,
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფ/პ ზურაბი აშკარელიშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”,
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „კოსტ გრუპის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”,
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ჯიდიეი დანრეს“ შორის ,,ჯიდიეი დანრეს ქარის ელექტროსადგურის’’ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“,
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „დოესი ენერჯის“ შორის „ქვახვრელის მზის ელექტროსადგურის“ განხორციელების ხელშეკრულების მოწონების შესახებ”.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები