USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა პარამეტრებით დაიგეგმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი - პროექტი უკვე პარლამენტშია

რა პარამეტრებით დაიგეგმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი - პროექტი უკვე პარლამენტშია

2023-10-02 10:00:13

2024 წლის ბიუჯეტიც დაგეგმილია კონსერვატიული მიდგომით და გათვალისწინებულია შემდგეგი მაკროეკონომიკური პარამეტრები:

რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,2%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ს შეადგენს;

მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3%-ს შეადგენს და იგივე მაჩვენებელია შენარჩუნებულია მომდევნო წლებშიც;

საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია და 2,8%-ს შეადგენს;

ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 85,4 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 8 600 დოლარს აჭარბებს. 2027 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 108,0 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 10 900 დოლარს გადააჭარბებს;

ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 21,2 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 24,9%-ია;

ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ს 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 38,2%-ის ფარგლებშია.

ზემოაღნიშნული მაჩვენებლების ფარგლებში 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 27,8 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები