ამ დროისათვის ქვეყანაში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილებიდან ყველაზე პოპულარული TOYOTA PRIUS-ია. 2023 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში TOYOTA PRIUS-ის რაოდენობა 45622 ერთეულს აღწევს. მსუბუქ ავტომობილებს შორის პოპულარულობით მეორე ადგილზეა OPEL ASTRA, ხოლო მესამეზე FORD TRANSIT.
1. TOYOTA PRIUS - 45622 ერთეული,
2. OPEL ASTRA - 37124 ერთეული,
3. FORD TRANSIT - 29152 ერთეული,
4. VAZ 21063 - 23101 ერთეული,
5. HONDA FIT - 22860 ერთეული,
6. MERCEDES-BENZ C 180 - 18465 ერთეული,
7. OPEL VECTRA - 17166 ერთეული,
8. VOLKSWAGEN JETTA - 14526 ერთეული,
9. VAZ 2101 - 13637 ერთეული,
10. VAZ 2121 - 13139 ერთეული.
არსებული მსუბუქი ავტომობილების უმეტესობა, ანუ 12,7%-ი 2019 წელსაა გამოშვებული, 12%-ი კი 2014 წელს, ხოლო 11.9%-ი კი 2018 წელს.
2023 წლის იანვარ-სექტემბრის ქვეყანაში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების 32,8%-ი რუხი ფერისაა, ხოლო 31.5%-ი შავი ფერის. 14,4%-ი თეთრ ავტომობილებზე მოდის, ხოლო 13.3%-ი ლურჯი ფერის მსუბუქ ავტომობილებზე.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში