თხილამურების დაქირავებაზე დიდი მოთხოვნაა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან skiwalker-ის დამფუძნებელმა ზურაბ ბეგაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, თხილამურების დაქირავების საშუალო მაჩვენებელი 3-5 დღეა.
„გასულ წელთან შედარებით skiwalker-ში თხილამურების დაქირავების მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა ეს იმასაც უკავშირდება, რომ მიმდინარე სეზონისთვის ინვენტარის რაოდენობა გავაორმაგეთ. ამ ეტაპზე 250 თხილამურს და 300 ჩექმა გვაქვს.
ძირითადად დაქირავება საშუალოდ ,3-5 დღე ხდება. თუმცა გვაქვს 1 დღიანი, 1 კვირიანი, 2 კვირიანი, 20 დღიანი, 30 დღიანი გაქირავების სერვისი.
რუსებს არ ვემსახურებით. მათი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ფასები გაიზარდა ყველა კურორტზე~, - აღნიშნა ზურაბ ბეგაშვილმა.
skiwalker-ს მფლობელი ამბობს, რომ მათ მაგალითზე თხილამურების დაქირავების სერვისით მოსარგებლეთა 85%-ი საქართველოს მოქალაქეები არიან, ხოლო დანარჩენები უცხოელები - გერმანიის, ბრიტანეთის და აშშ-ს მოქალაქეები.
თხილამურის და ჩექმის დაქირავების ფასები:
1 დღე - 15 ₾
2 დღე - 30 ₾
3 დღე - 45 ₾
4 დღე - 60 ₾
5 დღე - 75 ₾
6 დღე - 90 ₾
7 დღე - 100 ₾
8 დღე - 110₾
9 დღე - 120₾
10 დღე - 130₾
11 დღე - 135₾
12 დღე - 140₾
13 დღე - 145₾
14 დღე - 150₾
15 დღე - 155₾
16 დღე - 160₾
17 დღე - 165₾
18 დღე - 170₾
19 დღე - 175₾
20 დღე - 180 ₾
- ჯოხები- 5 ლარი
- ჩაფხუტი 5 ლარი
- სათვალე 5 ლარი
- 3 დღის შემდეგ დამატებით აღჭურვილობაზე მოქმედებს ფასდაკლებები
მაღაზია skiwalker-ი მდებარეობს თბილისში კოსმონავტების 49-ში.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში