საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი მარტში თებერვალთან შედარებით, 5.0%-ით გაიზარდა.
PMC Research-ის მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.9%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5.4%-ით გაიზარდა.
თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი მცხეთა-მთიანეთში (25.2%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი სამეგრელო - ზემო სვანეთში (-14.9%).
2023 წლის მარტში, 2022 წლის მარტთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 14.9%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 16.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 20.4%-ით გაიზარდა.
წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო შიდა ქართლში (29.1%), ყველაზე ნაკლები კი იმერეთსა (0.9%) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (0.9%).
2023 წლის მარტში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 167 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 275 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა კი 112 ლარი.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა მარტში 456 ლარი შეადგინა.
თბილისში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 559 ლარი შეადგინა, კახეთში - 552 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 458, ხოლო აჭარაში - 429.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში