USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ღირს ფილმ „ბარბის“ ბილეთები საქართველოს კინოთეტრებში

რა ღირს ფილმ „ბარბის“ ბილეთები საქართველოს კინოთეტრებში

2023-07-24 14:18:16

რეჟისორ გრეტა გერვიგის ფილმ „ბარბის“ კინოპრემიერა თბილისში 20 ივლისს შედგა. 

ვებგვერდ kinoafisha.ge-ს მონაცემებით „ბარბის“ კინოსეანსები საქართველოს 6 კინოთეატრში იმართება. 

კინოთეატრ „ამირანში“ დღის განმავლობაში 5 სენსია და ბილეთის ფასი დღის ჩვენებაზე 11-15 ლარი, ხოლო საღამოსა და ღამის ჩვენებაზე 15-17 ლარია. 

ანალოგიური ფასებია „კავეა თბილისი მოლსა“ და „კავეა ისთ ფოინთში“, ხოლო „კავეა სითი მოლი საბურთალოსა“ და „კავეა გალერიას“ დარბაზებში ფასი დღის ჩვენებაზე 13-17 ლარია, საღამოსა და ღამის ჩვენებაზე კი 18-20ლარი. 

აპოლო ბათუმში - კინოჩვენება 19:30 წუთზეა, ხოლო ბილეთის ფასი 13 ლარია. 

BBC-ის  ცნობით რეჟისორ გრეტა გერვიგის ფილმმა „ბარბი“ აშშ-სა და კანადაში შემოსავლების რეკორდი დაამყარაა. 

გამოცემის ინფორმაციით, სურათმა გაქირავების პირველ შაბათ-კვრას“ ამ ორ ქვეყანაში $155 მილიონი შეაგროვა, რაც წლის საუკეთესო შედეგია.

ფილმის პრემიერა გასული კვირის პარასკევს შედგა. „ბარბი“ ცნობილი თოჯინის რეალურ სამყაროში მოგზაურობაზეა. მთავარ როლს სურათში მარგო რობი ასრულებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები