USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა არის მულჩი და რატომ იზრდება მოთხოვნა - ,,ჯეო მულჩი“

რა არის მულჩი და რატომ იზრდება მოთხოვნა - ,,ჯეო მულჩი“

2023-05-18 17:00:19

„ჯეო მულჩის“ ახალი პროდუქციის ბიო ორგანული მულჩის წარმოება მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 15%-ით გაიზარდა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი მიხეილ მესტვირიშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, პანდემიური კრიზისის შემდეგ კომპანიამ ფაქტობრივად თავიდან დაიწყო საქმიანობა. უახლოეს პერიოდში კი ,,ბიო“ სერტიფიკატი უკვე ოფიციალურად მიენიჭება.

მესტვირიშვილის თქმით, მულჩი ძირითადად ბიომეურნეობაში გამოიყენება და ხარისხის მისაღწევად უდავოდ საჭირო და უმნიშვნელოვანეს პროდუქტს წარმოადგენს.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მიწების უნაყოფობის და ეროზიის დიდი პრობლემა. ხოლო მულჩი გლობალური დათბობის პირობებში შეუცვლელი პროდუქტია, რომელიც მიწის გამოფიტვას, ტენის შენარჩუნებას, ნივთიერებათა ცვლას, ნიადაგის ბიო სფეროს განვითარებას უწყობს ხელს. ფაქტობრივად საფარველს წარმოადგენს კლიმატური ცვლილების დროს და ტემპერატურული რეჟიმის მარეგულირებელია.

ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს და საჭირო პროდუქტია სოფლის მეურნეობაში. ამ ეტაპზე სერტიფიკატს ველოდებით, ფორმალური პროცედურაა გასავლელი და მალე ამ სტატუსს უკვე ოფიციალურად მივიღებთ. პანდემიურ პერიოდში მდგომარეობა მძიმე იყო, თითქმის გავკოტრდით, მაგრამ მდგომარეობიდან გამოსვლა და განვითარება შევძელით.

სწორი მენეჯმენტი ამაში ძალიან დაგვეხმარა. პირველი კვარტლის მონაცემით, უკვე 15%-იანი ზრდა გვაქვს და ველოდებით, რომ წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება.

ძირითადი მომხმარებლები მევენახეები არიან. ამასთან, მულჩი ლურჯი მოცვისთვის უებარი საშუალებაა. ვინც ბიო მეურნეობას მისდევს, თითქმის ყველამ იცის მულჩის მნიშვნელობა და აქტიურადაც იყენებენ“, - ამბობს მიხეილ მესტვირიშვილი.

მულჩი მიიღება მაგარი და რბილმერქნიანი მცენარეების მსხვილ და წვრილ ფრაქციებად დაქუცმაცებით. მუშავდება ეკოლოგიურად სუფთა ბიოორგანული თხევადი სასუქით, ხოლო შეფერვა ხორციელდება აშშ–ის სტანდარტების შესაბამისი სპეციალური საღებავით.

კომპანია ამ ეტაპზე 14 ადამიანს ასაქმებს.

შპს „ჯეო მულჩი“ ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს.

პროდუქტს გავლილი აქვს შემოწმება და დადასტურებულია მისი გამოყენების აუცილებლობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის და აკრედიტებული ლაბორატორიების მიერ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები