ევროკავშირს აქვს თავის სტანდარტები. საჭიროა შესაბამისი დახარისხება, დამუშავება და შეფუთვა ევროკავშირის სტანდარტით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ განუცხადა.
მისი თქმით, წელს საქართველოდან ციტრუსის იმპორტი ტრადიციულ ბაზრებზე განხორციელდება, თუმცა ფერმერებს აქვთ სურვილი, რომ პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზეც გაიტანონ.
„რა თქმა უნდა ნაწილობრივ კომპანიები ციტრუსის ექსპორტს ახერხებენ, თუმცა ვინც ამ ეტაპზე ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად მზად არ არის ცდილობს, რომ თავისი საწარმოო ხაზი განავითაროს და სახელმწიფო ამ მხრივ მათ ეხმარება. ვფიქრობთ, მომავალ წლებში ალბათ უფრო მეტი კომპანია იქნება მზად, რომ თავისი პროდუქცია მაღალი ხარისხით მიაწოდონ ევროკავშირის ქვეყნებს“, - ამბობს ზაზა შავაძე.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში