USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყაზახეთი ქართველ ბიზნესმენებს ერთობლივი საწარმოების გახსნისკენ მოუწოდებს

ყაზახეთი ქართველ ბიზნესმენებს ერთობლივი საწარმოების გახსნისკენ მოუწოდებს

2023-04-24 16:17:25

ყაზახეთის ელჩი საქართველოში მალიკ მურზალინი ქართველ ბიზნესმენებს ერთობლივი საწარმოების გახსნისკენ მოუწოდებს. ელჩმა ქართველ მეწარმეებს ყაზახეთის რეგიონებში რეგიონული თანამშრომლობის განვითარების მიზნით ვიზიტებისკენაც მოუწოდა. 

თუმცა მანამდე, ცნობილი ხდება, რომ 8-9 ივნისს ასტანა საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობის მღება ქართველ მეწარმეებსაც შეეძლებათ.

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ყაზახურ-ქართულმა ეკონომიკურმა გაერთიანებამ 2022 წლის სამუშაოები შეაჯამა და შემდგომი გეგმები განიხილა.

უწყების ინფორმაციით, 21 დეკემბერს საქართველოში მოქმედი ყაზახური კომპანიების, ასევე ადგილობრივი ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლების მიერ შექმნილი ყაზახეთ-საქართველოს ეკონომიკური ასოციაციის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე იმსჯელეს. 

ცნობისთვის: ყაზახეთ-საქართველოს ეკონომიკური კავშირის მთავარი მისიაა ქვეყნებს შორის საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობის ხელშეწყობა, ასევე ტურიზმის მხარდაჭერა და კულტურული ურთიერთობების განვითარება.

ყაზახეთის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს ყაზახეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 7-ჯერ მეტია 2021 წელთან შედარებით.

ყაზახეთში ფუნქციონირებს 248 იურიდიული პირი, ფილიალი და წარმომადგენლობა საქართველოს კაპიტალის მონაწილეობით, ხოლო საქართველოში 123 იურიდიული პირი, ფილიალი და წარმომადგენლობა ყაზახეთის კაპიტალის მონაწილეობით. ისინი ძირითადად დასაქმებულნი არიან ტურიზმის, სტუმართმოყვარეობის, ლოჯისტიკის, უძრავი ქონების და სამშენებლო სფეროში.

საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობით ყაზახეთი ქვეყნების შვიდეულში შედის. 2022 წლის ბოლოს საქართველოს ყაზახეთის რესპუბლიკიდან 120 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები