USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პროფესიულ განვითარების ასოციაციასა  და Marriott-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პროფესიულ განვითარების ასოციაციასა და Marriott-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2024-02-18 13:44:00

პროფესიული განვითარების ასოციაციასა  და Marriott Hotels & Resorts — Marriott International-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც აბიტურიენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას მოიცავს.  დოკუმენტს ხელი მოეწერა- Tbilisi Marriott-ისა და MOXY-ის გენერალურ მენეჯერ ალეკო კვარაცხელიას და ასოციაციის დირექტორის ნინო კოშაძის მიერ. ალეკო კვარაცხელიას განცხადებით, მემორანდუმი  მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, სასტუმროსა და ტურიზმის პოტენციალის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს. მისივე თქმით, სასტუმრო  პასუხობს იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომელთა სწორ მართვასაც ტურიზმის სექტორის მდგრად განვითარებამდე მივყავართ. ასოციაციის   Marriott Hotels & Resorts — Marriott International თანამშრომლობის მიზანია,  ახალგაზრდებისთვის, საქართველოს სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის პროფესიების გაცნობა და ამ კუთხით, ამ სფეროების პოპულარიზაცია და დასაქმების ხელშეწყობა. ,,ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი მყარი პარტნიორობის გარანტი გახდება, რაც საშუალებას მოგვცემს, ერთობლივად ვიზრუნოთ ახალგაზრდა, კონკურეტუნარიანი პროფესიონალი კადრების მომზადებაზე"- ასოციაციის დირექტორი ნინო კოშაძე.

No description available.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები