„პოტატო ორბელიანზე“ გამორჩეული კონცეფციის მქონე სწრაფი კვების რესტორანია, რომელიც მომხმარებელს გამომცხვარი კარტოფილის მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს. შიგთავსის გემოებზე ცნობილი შეფი მირიან სულაკაური ზრუნავს, რომელმაც კარტოფილი ქართული გემოებით გაამდიდრა და ამ პროდუქტის სრულიად ახალი, თანამედროვე ვერსია შექმნა.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი რევაზ ჟორჟოლიანი Business Insider Georgia - თან აცხადებს, თურქეთში ასეთ საკვებს „კუპმირი“ ჰქვია, რომლის გაქართულება მოახერხეს და იმდენად მიმზიდველად მიიტანეს მომხმარებლამდე, რომ უკვე გაფართოებისა და ახალი ფილიალის შექმნისთვის ემზადებიან. ,,პოტატო, იგივე კუპმირი - ეს არის დიდი გამომცხვარი კარტოფილი, 650-700 გრამიანი წონით, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოჰყავთ. გამოცხობის შემდეგ ხდება კარტოფილის შუაზე გაჭრა და განსხვავებული შიგთავსით მორთვა. თურქული ვარიანტია, რომელიც ჩვენს შემთხვევაში გავაქართულეთ. რამდენადაც ვიცი, წლების წინ გამოიყენებოდა მსგავსი რეცეპტი, მაგრამ თანდათან მივიწყებას მიეცა. დღესდღეობით ერთადერთი ვართ ბაზარზე, ვინც კარტოფილი ამ ფორმით შესთავაზა მომხმარებელს და დიდი ინტერესიც გამოიწვია.
ზოგადად კარტოფილი ბევრისთვის საყვარელი პროდუქტია და განსხვავებული გემოების დამატებამ კერძი ნოყიერი და სასარგებლო საკვები გახადა. ვგეგმავთ ახალი ფილიალის გახსნას თბილისში, თუმცა დეტალებზე ბოლომდე არ ვართ ჩამოყალიბებული", -ამბობს რევაზ ჟორჟოლიანი.
ამდენად „პოტატო ორბელიანზე" მომხმარებელს შეუძლია დააგემოვნოს განსხვავებული გემოს პოტატოები, როგორიცაა, თბილისური, ლეჩხუმური, სვანური, მეგრული, იმერული და ვაჯი პოტატო.
პროდუქტის ფასი18.80 ლარიდან 25 ლარის ფარგლებში მერყეობს.
გარდა ამისა, „პოტატო ორბელიანზე“ დედების ფონდის პარტნიორია. ყოველ შეძენილ პოტატოზე 50 თეთრი გადაირიცხება ფონდში, რითაც კომპანია სხვადასხვა საჭიროების მქონე მრავალ ოჯახს ეხმარება. „პოტატო ორბელიანზე“ სტაბილურად 6 ადამიანს ასაქმებს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში