USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პირველად გავდივართ ექსპორტზე, გეზი განვითარებული ქვეყნების ბაზრებისკენ ავიღეთ - მეღვინეობა ,,მელიტონი“

პირველად გავდივართ ექსპორტზე, გეზი განვითარებული ქვეყნების ბაზრებისკენ ავიღეთ - მეღვინეობა ,,მელიტონი“

2023-11-01 09:00:35

ადგილობრივ ბაზარზე ნიშა მეღვინეობა ,,მელიტონმა“ უმოკლეს პერიოდში დაიმკვიდრა. კომპანიამ პირველი მოსავალი 2021 წელს მიიღო. წელს ექსპორტზე გადის და კომპანიისთვის ახალი შესაძლებლობების კარი იხსნება.

წლევანდელ სეზონზე ,,მელიტონის“ პროდუქცია აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების ბაზარზე გავა.

აღნიშნულთან დაკავშირებით  Business Insider Georgia-თან კომპანია ,,რტონის“ და ,,მელიტონის“ დამფუძნებელი გიორგი სხირტლაძე საუბრობს.

,,ჩვენს მიერ წარმოებული ღვინოები პირველად გადის ექსპორტზე. პრემიუმ ხარისხის პროდუქტია, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო გამოფენებზე და უკვე მზადაა ექსპორტისთვის. ,,რტონი“ წლიურად ასი ათას ბოთლს ვაწარმოებთ. წარმოებაშია როგორც ადგილობრივი ჯიშები (უმეტესწილად დასავლური), ასევე უცხოური ჯიშები, რაც ბაზარზე ჩვენს კომპანიას აშკარად გამოარჩევს. სულ 12 დასახელების ღვინოს ვაწარმოებთ. მელიტონისგარდა კახეთში გვაქვს ქარხანა - „მეღვინეობა რტონი“, რომელიც ბაზარზე 2018 წლიდან ფუნქციონირებს და ექსპორტზეც გადის.  შესაბამისად, უკვე დამყარებული კონტაქტები და პარტნიორობა ამ  შემთხვევაშიც ძალიან დაგვეხმარა“, - ამბობს გიორგი სხირტლაძე.

მეღვინეობის კომპანია ცნობილია დეგუსტაციებითაც, რომლის მონაწილეთა 1/3-ს  შიდა ტურისტები, დანარჩენ ნაწილს უცხოელები შეადგენენ.

მომავალ წელს მეღვინეობა ,,მელიტონი“ გასტრონომიული მიმართულების დამატებას გეგმავს.

კომპანია ამ ეტაპზე სტაბილურად 6 ადამიანს ასაქმებს.

როგორც ცნობილია, მეღვინეობამელიტონმასოფლის განვითარების სააგენტოს 300 000-ლარიანი თანადაფინანსებით და 450 000 ლარის ოდენობით შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. საწარმო სეზონზე 100 ტონა ყურძენს ამუშავებს.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები