USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარლამენტში საშემოდგომო სესია მომავალ კვირას გაიხსნება

პარლამენტში საშემოდგომო სესია მომავალ კვირას გაიხსნება

2023-08-28 13:13:38

საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება. შესაბამისად, 5 სექტემბერს საშემოდგომო პლენარული სხდომით გაიხსნება.

„საშემოდგომო სესიის ფარგლებში მოსასმენია სახელმწიფო უწყებების საქმიანობის წლიური ანგარიშები, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის. ამ სესიის ფარგლებში ჩანიშნული იქნება მინისტრის საათის ფორმატები. ასევე, ოპოზიცია მთავრობის წევრების მოსმენას ინტერპელაციის ფორმატშიც ითხოვს“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება. 

ოპოზიციის წარმომადგენლები მინისტრების დაბარებას საკომიტეტო ფორმატებშიც ითხოვენ, მათ შორის ეკონომიკური გუნდის. დარგობრივი კომიტეტის ფარგლებში ინფრასტრუქტურის მინისტრის მისვლა რომან გოცირიძემ და ხატია დეკანოიძემ მოითხოვეს, მათ კითხვები რიკოთის გზის მშენებლობის შესახებ აქვთ.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი საშემოდგომო სესიას დეკემბრის მესამე პარასკევს ხურავს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები