USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ" კანონი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ" კანონი პირველი მოსმენით მიიღო

2023-06-28 15:13:45

პარლამენტმა 79 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო  „ტურიზმის შესახებ" კანონი.

კანონპროექტით წესრიგდება ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკასთან, ტურისტული საქმიანობის სამართლებრივ რეგულირებასთან, ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვასთან, ტურისტული საქმიანობის სუბიექტების სახელმწიფო აღრიცხვასთან, ტურისტული პაკეტის და კომბინირებული ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებასთან, გადახდისუუნარობისაგან დაცვასთან, მაღალი რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხი.

ასევე  ტურისტული გიდის საქმიანობის რეგულირებასთან, დროის განაწილების, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვისა და გაცვლის ხელშეკრულებებთან და ტურიზმის კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები