USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარიზი პირველი ევროპული დედაქალაქია, სადაც ელექტრო სკუტერები აიკრძალა

პარიზი პირველი ევროპული დედაქალაქია, სადაც ელექტრო სკუტერები აიკრძალა

2023-08-28 09:23:14

1-ელი სექტემბრიდან პარიზი გახდება პირველი ევროპული დედაქალაქი, სადაც ელექტრო სკუტერების დაქირავება აიკრძალება.

ამის შესახებ EuroWeekly News იუწყება.

გამოცემა წერს, რომ აგვისტოს ბოლომდე პარიზის ქუჩებიდან დაახლოებით 15 ათასი ელექტრო სკუტერი უნდა გაქრეს.

შესაბამისი გადაწყვეტილება ელექტრო სკუტერების გამოყენების შესახებ საქალაქო რეფერენდუმის შემდეგ მიიღეს. ელექტრო სკუტერების აკრძალვის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 100 000-ზე მეტმა პარიზელმა, რომლებიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მხოლოდ 7,46%-ს წარმოადგენენ. დაახლოებით 90% იყო აკრძალვის მომხრე.

აკრძალვის მიზეზი იყო პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ქალაქში მიმოფანტულ სკუტერებთან, ასევე შეშფოთება მათი მომხმარებლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

აკრძალვა შეეხება მხოლოდ ელექტრო სკუტერების გაქირავების სერვისებს. მანქანების გაქირავების სერვისი საფრანგეთის დეადქალაქში ძალაში რჩება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები