USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ორ დღეში ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება

ორ დღეში ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება

2023-11-13 18:22:58

ქონების გადახდის ვალდებულება 15 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. ამის შესახებ შემოსავლების სამსსახური ინფორმაციას ავრცელებს. 

„ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის -10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი)

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის სერვისით “RS ჩათი“ ან დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს 2 299 299“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, დარიცხული ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადი 17%-ით არის გაზრდილი.

დღეის მდგომარეობით, ქონების დეკლარაცია 366 706-მა ფიზიკურმა პირმა წარმოადგინა, ხოლო დარიცხული თანხის საერთო ოდენობა 84 489 056  ლარს შეადგენს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები