2023 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირში სტუმრებმა, მოკლევადიანი საცხოვრებლის დაქირავებით თითქმის 153 მილიონი ღამე გაატარეს.
მათ საცხოვრებელი Airbnb-ის, Booking-ის, Expedia Group-ისა ან TripAdvisor-ის საშუალებით დაჯავშნეს.
ეს მაჩვენებელი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,8%-ით არის გაზრდილი.
პლატფორმის ჯავშნების მიხედვით, ტურისტებმა აპრილში ევროკავშირში ონლაინ პლატფორმების საშუალებით დაჯავშნილ საცხოვრებელში 46,7 მილიონი ღამე გააატარეს, რაც 2022 წლის აპრილთან შედარებით 19.5%-იან ზრდას აჩვენებს.
მაისში ეს რიცხვი 47.6 მილიონ ღამემდე გაიზარდა (+22.6% 2022 წლის მაისთან შედარებით), ხოლო ივნისში ჯამურმა მაჩვენებელმა შეადგინა 58.7 მილიონი (+8.4% 2022 წლის ივნისთან შედარებით).
2023 წლის პირველ ნახევარში სტუმრებმა გაატარეს დაახლოებით 237 მილიონი ღამე ევროკავშირის მოკლევადიანი გაქირავებით დაჯავშნილი ონლაინ პლატფორმების საშუალებით. ეს მნიშვნელოვანი ზრდაა 2022 წელთან შედარებით (199 მილიონი ღამე; +18,8 %); აღსანიშნავია, რომ გატარებული ღამეები ბევრად აღემატება პანდემიამდელ დონეს (193 მილიონი ღამე 2019 წელს; +22.6%).
აღნიშნული ინფორმაციის წყაროა ევროსტატი.
ალპური ზამთრის მიმართულებები პოპულარული იყო 2023 წლის პირველ კვარტალში
მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული სანაპირო დასასვენებელი მიმართულებები პოპულარულია მთელი წლის განმავლობაში, სხვა რეგიონები ტოპ 20-ში უფრო გამოხატული სეზონურობით მოხვდნენ.
2023 წლის პირველ კვარტალში ონლაინ პლატფორმების საშუალებით დაჯავშნილი საცხოვრებლის მოკლევადიანი გაქირავებისთვის ყველაზე პოპულარული შემდეგი რეგიონები იყო: Rhône-Alpes საფრანგეთში (5,2 მილიონი ღამე), და Canarias ესპანეთის რეგიონები (5,0 მილიონი) და Andalucía (4,3 მილიონი).
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში